სანუგეშო…
Consolatory...
Consolatory...
იცოცხლეთ, კარგია ჯიშიანი სახლობისა და გვარიშვილების სიმრავლე; ურთიერთანადგომა, ურთიერთგატანა, ურთიერთპატივისცემა თუ ურთიერთსიყვარული, მაგრამ: სიკვდილსაც უყვარს თამაში, თავისებურად ერთობა, ვეღარ იმღერებ ”სამ ხმაში” თუ მოგიშალა ერთობა …
სიტყვა ბიძა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მოკლედაა განმარტებული: ბიძა - მამის ან დედის ძმა. ასევე ითქმის ღვიძლი ბიძა - დედის ან მამის ღვიძლი ძმა. მეც სისხლით მონათესავე, ალალ იმ ბიძებზე მინდა მოგახსენოთ, რომლებიც ვითარებათა გამო ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ შვილები, პირდაპირი მემკვიდრეები არ დარჩათ; ზოგმა დაქორწინებც ვერ მოასწრო… ჩვენს მიწა-წყალზე დატრიალებულმა ბოლოდროინდელმა ამბებმა, ხომ მრავლად დაგვიტოვა მათი საფლავები... ზოგს, ტრადიციისამებრ დაკრძალვაც არ ეღირსა და დროთა განმავლობაში, მოდგმიდან, უპირველესად, ვინღა უნდა იყოს მათი მომგონი თუ არა ძმისშვილი ან დისწული…
და აი მეც, მიუხედავად ჩემი სიჭარმაგისა და იმისა, რომ ჩემი ღვიძლი ბიძა ჩემი დაბადებიდან, ათი თვის შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემებურად წარმოვთქვამ ვითარებათა გამო, ამა ქვეყნიდან უმემკვიდროდ წასულ კაცთა სულის სავედრებელს…

ღვიძლი ბიძის, მაკარ გოგეშვილის ხსოვნას…
ღმერთი კვლავ მოგცემთ; ”ამ ბიჭს მე გავზრდი!..”
ეს იყო თურმე შენი თხოვნა, როცა მე გავჩნდი…
მამაჩემს უთქვამს: თუ მომდევნოც გვეყოლა ბიჭი,
მაშინ იშვილე, შენ გაწვრთენი, ულესე კიჭი…
ბედს რას გაუგებ, არ დაგცალდა, ვეღარა დადექ!
უეცრად წახვედ, მიიცვალე, ჩამოწვა დარდი;
შეწყდა ის ლხინი შენ რომ გახლდა, ვერ ითამადე!
შეგხვდი? არ მახსოვს, რადგან ვიყავ პაწია ბალღი…
ქვრივმა იტირა, ივიშვიშა, ცრემლი დაღვარა,
ისე უშვილოდ შეაბერდა ცას და ქვეყანას…
არც მე მარგუნა ბედმა ძმა და სხვა სახლიკაცი,
თანამოაზრე, შემომძახი, შენებრ ვაჟკაცი!..
დარჩა პორტრეტი ძველ ფოტოდან ამოხატული,
ვეფხისტყაოსნის დასურათების ასლთა კრებული…
მხატვარი, მამის მოწვეული, გახლდათ ქებული,
მაღალ და ფართო ტილოების შექმნა რჩეული…
მე ჩემიცა მაქვს, მგარამ რა ვქნა ცხოვრება ჭირსო!
თქვა, ხელმოწერა დაგვიტოვა, ვითარც ქარაგმა…
თავის გზას გაჰყვა, ნიჭს მავანი სხვაგვარად სჯისო;
წაიღიღინა: გადმოხატვით შეიძინა ბევრმა ბარაქა!
მერე, მე კრძალვით შევცქეროდი ნატიფ მხატვრობას,
ლამაზ, შთამბეჭდავ ჩარჩოებით შემოსაზღვრულებს…
სახლის კედლებზე დამკვიდრებულ გმირთა სახებას
შენი პორტრეტიც შერეოდა, ფიცით ერთგულებს…
უკვდავ პოემას აღვიქვამდი იმა მხატვრობით;
სად ტარიელი, გულდამწვარი, ტიროდა მარტოდ,
მეფის დას დავარს შიგადაშიგ ჩუმად ვუბღვერდი,
ავთანდილი კი მიმღეროდა სანდოდ და საძმოდ…
უეცრად, ფიქრში, საბრძოლველად აღვეგზნებოდი,
შემოვძახებდი, და ვაფრთხობდი, მოძალე ქაჯთა,
თბილად მიცქერდი სურათიდან, ვგონებ გართობდი,
შენი ღიმილით მამხნევებდა და მწვრთნიდა კაცად…
როს, მამაჩემი ხშირად სვამდა შენს მოსაგონარს,
”ჭურების” რკალით დამშვენებულ ნაქებ სასმისით,
ზედ ერთი ”ჭური” მოეტეხა ბედს მინიშნებად,
სტუმრებს უყვარდათ ალავერდი შენეულ რიხით…
ვიცი, რომ იყავ კაცი სრული, მჭევრი თამადა,
იცვამდი კოხტად, გარეგნობაც გქონდა კაცური…
შენი ბიძობა ვერ ვიხილე, მქონდა დარდადა,
მაგრამ ღიმილით მამხნევებდი, სული ერთგული…
და რადგან შევრჩი ამ საწუთროს იმავე განცდით…
სხვას ვერ შთაბერავ ამ სიყვარულს, ვიგემე მარცხი,
ღმერთო, შემივსე ეგ სასმისი კაცთ ხსოვნის მადლით,
ჭიქა ავსწიო და ლოცვა ვთქვა: ლხინი გარდაცვლილთ!..
8-9.08.2002
ჯანრი გოგეშვილი
Janri Gogeshvili
P.S. სამწუხაროდ, მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვით შექმნილი ის ნახატები, მამისეულ სახლიდან რამდენიმე წლის უკან მოიპარეს…
=======გამოქვეყნდა
3 Март 2009 г.
იხ.ცაში ჩაკარგული ოცნებები… In the sky the lost dreams…
==============
/
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
ჩემი ბლოგები:мои блоги:
My blogs:
.\
My blogs:
.\
=======
=======
=======
Комментариев нет:
Отправить комментарий